1. პროექტის სახელი: ცხოვრების ჯანსაღი წესი და მავნე ჩვევები .
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მიზანია მოზარდებმა გააცნობიერონ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების როლი ადამიანის ცხოვრებაში. მოიძიონ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. უარი თქვან მავნე ჩვევებზე და თავიანთ თანატოლებსაც მიაწოდონ ინფორმაცია ამ ჩვევების უარყოფით თვისებებზე.
3.პროექტის სრული აღწერა: მე-9 მე-11 კლასის მოსწავლეებს გაეცნობათ პროექტის თემა.მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით შეიქმნება მუშა ჯგუფები, რომლებსაც დაევალებათ ინფორმაციის მოძიება ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ნიკოტინზე, ნარკომანიაზე, ალკოჰოლზე და სხვა მავნე ფაქტორებზე. ასევე შეიქმნება სოციალური კვლევის ჯგუფი,რომელიც ჩაატარებს კვლევას ამ მავნე ჩვევების მოზარდებში გავრცელების შესახებ. ბოლოს სკოლაში ჩატარდება ამ პროექტის პრეზენტაცია.
4.მონაწილეთა ასაკი: მე-9 მე-11 კლასის მოსწავლეები.
5 ვადები/ხანგრძლიობა: 2010 წლის 15აპრილამდე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ქიმიის გაკვეთილებზე მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ნივთიერებების თვისებებს. მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, ბიოლოგიაში დაავადებებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, გეოგრაფიაში მავნე ნივთიერებების გავრცელების გზებს, ფიზ/აღზრდაში სპორტის მნიშვნელობას და ა.შ.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება მოზარდებისათვის ხელმისაწვდომი ვიდეო და ინფორმაციული მასალა, რაც მათ დაფიქრებს აღნიშნული პროექტის სათაურზე. მოსაწავლეებ მიეჩვევიან ინფორმაციის მოძიებას, მათ დალაგებას, პრეზენტაციის შექმნას, ისწავლიან სტატისტიკური კვლევის ჩატარებას და კომპიუტერში დიაგრამების აგებას.
8.სასარგებლო სხვებისთვის: ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკლამირებ სასარგებლო იქნება ადამიანებისათვის. მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი სხვა პროექტების კეთებისა.
9.სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან კავშირი: ქიმია/ბიოლოგია/გეოგრაფია/ფიზ.აღზრდა.
11. პროექტის ფასილიტატორი: მანანა გიორგაძე
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: manana1906.gmail.com
13. პროექტის ფორუმი:
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Subscribe to:
Post Comments (Atom)
This comment has been removed by the author.
ReplyDelete